მე ვარ მოქმედი პროგრამისტი, გრაფიკული დიზაინერი და მასწავლებელი. ჩემი გამოცდილება მოიცავს ვებ-დეველოპმენტს, ქსელური ინფრასტრუქტურის გამართვას და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვას.
ვფლობ პროგრამირების ენებს: HTML, CSS, JavaScript, PHP, Python, Angular, React, Next.js და სხვა.
თანამედროვე ვებ-საიტების და ვებ-აპლიკაციების შექმნა HTML, CSS, JavaScript, PHP, React, Angular და სხვა ტექნოლოგიებით.
სრული IT და ქსელური მომსახურება: პროექტირება, გამართვა, მონიტორინგი, მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერა, უსაფრთხოება და სისტემური ოპტიმიზაცია.
პროფესიული სწავლება პროგრამირებაში, ვებ-ტექნოლოგიებში და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. 15 წელზე მეტი პედაგოგიური გამოცდილება.
მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ბატონი რამაზის სტუდენტი, რომელიც შესანიშნავი მასწავლებელია თავისი პიროვნული და პროფესიული უნარებით და ბატონ რამაზისთან ერთად გავიარე Cisco-ს 1-წლიანი სასწავლო კურსი. სწავლის დასრულების შემდეგ, მომეცა შესაძლებლობა, ამ პროფესიით სხვადასხვა კომპანიაში მემუშავა.
ძალიან კმაყოფილი ვარ თანამშრომლობით. ყველაფერი შესრულდა დროულად და მაღალი ხარისხით.
საიტი მუშაობს იდეალურად, დიზაინიც ზუსტად ისეთია, როგორიც გვინდოდა. მადლობა!
ძალიან კმაყოფილი ვარ სასწავლო პროცესით. მასალა გადმოცემული იყო უმაღლეს დონეზე, საინტერესოდ და გასაგებად. ლექტორი ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, გამოირჩეოდა დიდი პროფესიონალიზმითა და სტუდენტებისადმი მეგობრული დამოკიდებულებით.
თუ გაქვთ პროექტი ან იდეა, რომლის განხორციელებაშიც დახმარება გჭირდებათ, მომწერეთ და ერთად ვიმუშავებთ.
დაჩი კობახიძე
ციფრული მარკეტინგის ლექტორი